Piramide

ხშირად დასმული კითხვები

რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს სუკნო?

ჩვეულებრივ ყოველ 2–4 წელიწადში, თამაშის ინტენსივობის მიხედვით. შეცვლის დროა, როცა ბურთი აღარ მიდის სწორად ან სუკნო გაცვდა ჯიბეებთან. ჩვენ ვყიდით მასალას და ვაკეთებთ გადაკვრასაც.

რამდენად ხშირად იცვლება კიის თავსახური?

თავსახური ერთადერთი ადგილია, სადაც კია ბურთს ეხება, ამიტომ ის პირველი ცვდება. შეცვლის დროა, როცა გაბრტყელდა, გაიხეხა კიდეებთან ან ცარცს აღარ იკავებს. რეგულარული მოთამაშისთვის ეს სეზონში ერთხელ ან ორჯერ.


ცარცი, ხელთათმანები, სუკნო, სამკუთხედები, კიის გახანგრძლივებლები, თავსახურები და სხვა — ყველაფერი, რაც თამაშს კომფორტულს ხდის.

ასევე ვასრულებთ სერვისს: სუკნოს შეცვლა, ბორტების რეგულირება, კიების შეკეთება. მაგიდას, რომელსაც ჩვენგან იყიდით, ჩვენ მოვუვლით.